მიანმარში უშიშროების ძალებმა შაბათს 90-ზე მეტი ადამიანი მოკლეს. ეს პროტესტის ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი დღეა. დარბევა შეიარაღებული ძალების დღეს მოხდა.

გადატრიალების ლიდერმა, უფროსმა გენერალმა მინ აუნგ ჰლიანგმა ღონისძიების აღსანიშნავად დედაქალაქ ნაიპიტავაში აღლუმის დროს თქვა, რომ სამხედროები დაიცავენ ხალხს და დემოკრატიისთვის იბრძოლებენ.

პარასკევს სახელმწიფო ტელევიზიამ გააფრთხილა მოქალაქეები, რომ მათ "თავში ან ზურგში" ესროდნენ, მიუხედავად ამისა დემონსტრანტები იანგონის, მანდალაის და სხვა ქალაქების ქუჩებში მაინც გამოვიდნენ.

 

  • ახალი ამბების პორტალ The Myanmar Now-ს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით 91 ადამიანი დაიღუპა.
  • ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მანდალაიში 29 ადამიანი მოკლეს, მათ შორის 5 წლის ბიჭი. მინიმუმ 24 ადამიანი დაიღუპა იანგონში.

შაბათს არსებული ინფორმაციით, გადატრიალების შემდეგ დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის რიცხვი 400-ს აჭარბებს. 

შეგახსენებთ, რომ მიანმარში აქციები სამხედრო გადატრიალების შემდეგ დაიწყო. სამთავრობო ძალები დემონსტრაციებს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით არბევენ. აშშ-მ და ევროკავშირმა მიანმარის გადატრიალების ლიდერებს სანქციები უკვე დაუწესეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი