
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გოგი წულაიას მხარდასაჭერად, 4 აპრილს საქართველოს პროკურატურასთან აქცია ჩაინიშნა. აქცია გოგი წულაიას მხარდამჭერებმა Facebook-ზე დაგეგმეს.
ამავე თემაზე:
გოგი წულაია, 17 მარტს დააკავეს. მას ქალზე ძალადობას ედავებიან. წულაიას 18 მარტს, ბრალი დაუმძიმდა, პროკურატურამ წულაიას ბრალი სექსუალური ძალადობის მსგავსი ქმედების დანაშაულით წაუყენა, რომელიც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ წულაიას 19 მარტს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. წულაია ერთ კვირაზე მეტია, შიმშილობს და მედიკამენტებს არ იღებს. ადვოკატის თქმით, ამის გამო, ის, შესაძლოა, ყოველ წამს ჩავარდეს კომაში.