ჩვენი ამოცანაა ყველა შევიდეს ბინაში, ამის მერე ვიქნებით მართლა თავისუფლები - კერვალიშვლი

გამოქვეყნდა:

"ცენტრ-პოინტის" ერთ-ერთი დამფუძნებელმა და პარლამენტის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა, რუსუდან კერვალიშვილმა საპატიმრო დატოვა. მედიასთან პირველ კომენტარში მან აღნიშნა, რომ თავისუფლების ფასი არაფერია, თუმცა ბოლომდე თავისუფალი ის და მისი და მაშინ იქნებიან, როცა ყველა დაზარალებული ბინას მიიღებს.

"რა თქმა უნდა, განცდა ძალიან დიდი მაქვს და ერთი მაქვს სინანული, ის ადამიანები, ვინც ძალიან გვენდნენ ჩვენ, წლების განმავლობაში დაზარალდნენ ჩვენთან ერთად. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ მოხერხდა, მიუხედავად იმისა, რომ 5 წელიწადია მაია აქ არის, და მე 4 წელიწადია, პრობლემა დასრულდეს, მაგრამ ახლა როგორც იმედი მოგვეცა ჩვენ, რომ იწყება მშენებლობა, ერთ თვეში მერიასთან ერთად და ჩვენი ამოცანა, სანამდე ვართ მე და მაია, ერთია ყველა ადამიანი ბედნიერი იყოს და შევიდეს ბინებში და მიიღოს ქონება. მარტო ამის მერე ვიქნებით მართლა თავისუფლები და მართლა ბედნიერები", - თქვა რუსუდან კერვალიშვილმა.

მისი თქმით, ყველასთან ითანამშრომლებენ და საპროცესო გარიგების პირობებს ელოდებიან. ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი