უნდა დავაფინანსოთ ფილმები, რომლებიც ახალგაზრდებს სამშობლოს, თავისუფლების სიყვარულს უნერგავს - წულუკიანი

გამოქვეყნდა:

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ახლადდანიშნული მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს ისეთი ფილმები, რომლებიც საზოგადოებას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს სამშობლოსა და თავისუფლების სიყვარულს უნერგავს.

"სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს, ჩემი აზრით, ისეთი ფილმები, რომლებიც ერთის მხრივ საზოგადოებას ხელს უწყობს და განსაკუთრებით, არავის ეწყინოს გამოვყოფ ახალგაზრდა თაობებს, მათ უნერგავს სამშობლოს სიყვარულს, თავისუფლების სიყვარულს და აძლევს სწორ ინფორმაციას იმაზე, თუ რა არის ადამიანის უფლებები, რა არის დეოკუპაციისთვის საჭირო. და ამ ახალგაზრდა თაობებში განსაკუთრებით ყურადღებამისაქცევ ჯგუფად უნდა გამოვყოთ ის აზალგაზრდები, ვინც არის ოკუპაციის გამო დევნილთა მესამე ან მეოთხე თაობა, იმისთვის, რომ მათ იცოდნენ, რომ მათი მშობლიური ადგილი არის აფახზეთი იქნება ეს თუ ცხინვალის რეგიონი", - თქვა თეა წულუკიანმა "იმედის დილაში".

ჟურნალისმა წულუკიანთან მაგალითად მოიყვანა ფილმი And Than We Danced რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და ჰკითხა ექნებოდათ თუ არა ისეთ ხელოვანებს, რომლებიც კლიშეებს არღვევან თეა წულუკიანის მხარდაჭერა.

"გააჩნია რა იგულისხმება მხარდაჭერაში, თუ მხარდაჭერაში იგულისხმება მინისტრი, რომელიც მაინც და მაინც პროპაგანდას უწევს იმას რაც თავად არ მოსწონს, ასეთი მხარდაჭერა შეიძლება არ იყოს, იმიტომ, რომ მე ვარ ასევე, არ დაგავიწყდეთ, მაყურებელი, მეც მაქვს ჩემი გემოვნება", - თქვა თეა წულუკიანმა. 

ამავე თემაზე: 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი