პროპაგანდა იმისა, რაც მინისტრს თავად არ მოსწონს – წულუკიანი And Then We Danced-ზე

გამოქვეყნდა:

"თუ მხარდაჭერაში იგულისხმება მინისტრი, რომელიც პროპაგანდას უწევს იმას, რაც თავად არ მოსწონს, ასეთი მხარდაჭერა შეიძლება არ იყოს" - ასე უპასუხა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა "იმედის დილაში" ჟურნალისტების შეკითხვას, დაუჭერს თუ არა ის იმ ფილმებს მხარს, რომელიც საზოგადოებაში გარკვეული კლიშეების დანგრევას ცდილობს.

ჟურნალისტმა კითხვის დასმისას მაგალითად ფილმი "და ჩვენ ვიცეკვეთ" მოიყვანა. 

"გააჩნია რა იგულისხმება მხარდაჭერაში, თუ მხარდაჭერაში იგულისხმება მინისტრი, რომელიც მაინც და მაინც პროპაგანდას უწევს იმას რაც თავად არ მოსწონს, ასეთი მხარდაჭერა შეიძლება არ იყოს, იმიტომ, რომ მე ვარ ასევე, არ დაგავიწყდეთ, მაყურებელი, მეც მაქვს ჩემი გემოვნება", - თქვა თეა წულუკიანმა.

 წულუკიანმა აღნიშნა, რომ არ იცის ამ ფილმმა მიიღო დაფინანსება ხელისუფლებისგან, თუ არა. 

ფილმი And Then We Danced ლევან აკინის ფილმია, რომელიც თბილისში მცხოვრებ ორი ჰომოსექსუალი კაცის სასიყვარულო ისტორიას ეხება. მას არაერთი სართაშორისო გამოხმაურება და დადებითი შეფასებებმი მოჰყვა. 

ამავე თემაზე: 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი