ქვეყნის პარტნიორების მოწოდებების მიუხედავად, ნიკა მელია ციხეში რჩება და ხელისუფლება მისი გათავისუფლების მთავარ პირობად ისევ გირაოს გადახდას ასახელებს. ამას კი ოპოზიციის ლიდერი არ აპირებს. თუმცა, უკვე გამოჩდნენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან გადაიხადონ თანხა. სწორედ ერთ-ერთი ასეთია ფსიქოლოგი ბესიკ ბოგველი.
თუმცა მელიას საქმეში ახლა მთავარია ერთი საპროცესო დეტალი - კანონის თანახმად ენმ-ის თავმჯდომარე საპატიმროს ვერც გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებს, რადგან მთავარ ოპოზიციურ პარტიაზე შტურმისა და ოპოზიციის ლიდერის დაკავების შემდეგ, გირაოს შესახებ განჩინება ძალადაკარგულია. მის გათავისუფლებას
ახლა სამართლებრივი და პოლიტიკური ნება სჭირდება.
ვიდრე ფსიქოლოგი ბესიკ ბოგველი მსურველებს იპოვის, ჩნდება კითხვა - ვის თამაშს თამაშობს და არის თუ არა მისი ინიციატივა "ქართული ოცნების" მესიბოქსის გამოძახილი.
ახლა აღარც დადგენილი თანხა არსებობს და მით უფრო გირაოს შუამდგომლობა. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გასათავისუფლებად კი სამართლებრივი ნებაა საჭირო, ან პროკურატურისგან ან სასამართლოსგან.
ამავე თემაზე: