
რუსი პროპაგანდისტის, ვლადიმირ პოზნერის საქართველოში ვიზიტს ეხმაურება გერმანიის მარშალის ფონდის უფროსი მკვლევარი, ჯონათან კაციც. მან Twitter-ზე რუსეთში აშშ-ს ყოფილი ელჩის, იან კელის პოსტი გააზიარა და დაწერა:
"ვეთანხმები იან კელის. ეს პოლიტიკური კრიზისის კოცონზე ნავთის დასხმაა"
შეგახსენებთ, რომ კრემლის იდეოლოგმა ვლადიმერ პოზნერმა და მისმა 50-მდე მეგობარმა საქართველო დაგეგმილზე ადრე, დღეს 1 აპრილს დატოვეს. გადაწყვეტილება მათ სამოქალაქო აქტივისტებისა და პოლიტიკოსების ნაწილის პროტესტის გამო შეცვალეს.
პოზნერი საქართველოში 31 მარტს, დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა. სამოქალაქო აქტივისტები მას საპროტესტო აქციით დახვდნენ. აქციები გაიმართა როგორც სასტუმრო "რუმსთან", ისე "ვინოტელთან", სადაც პუტინის მეგობრებმა ივახშმეს.