
ევროპარლამენტარების გაფრთხილებაზე კომენატრს აკეთებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი:
"ევროპელი პარლამენტარების სახელით მე ვერ ვისაუბრებ, თუმცა ეს არის ნათელი გზავნილი. ისინი ვინც ხელს აწერს წერილს არიან წამყვანი პარლამენტარები, რომელთაც აქვთ განსხვავებული როლი საქართველოსთან ურთიერთობაში, ამიტომ ეს გზავნილები სერიოზულად უნდა იყოს აღქმული" - ამბობს ჰარცელი.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ელჩი მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერმინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს დღეს დილით შეხვდა. შეხვედრა სამუშაო ხასიათის იყო, თუმცა უნცობია რა საკითხები განიხილეს მხარეებმა.
მას შემდეგ, რაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა ევროპარლამენტარებს საქართველოში მიმდინარე პროცესები გააცნო, ევროპელმა დეპუტატებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.