
"ქართული ოცნების" წევრი, გიორგი გიორგაძე აცხადებს, რომ თუ დედას შეაგინებენ ამას ფიზიკური ძალადობითაც უპასუხებს და სიტყვიერი ძალადობითაც.
"სტიკერები იყო ეწერა ბილწსიტყვაობა რომელსაც კითხულობს ჩემი ოჯახის მანდილოსანი. დიდი ბოდიში, მაგრამ როცა მე დედას შემაგინებენ, ამას ვუპასუხებ, ფიზიკური ძალადობითაც, თუ ეს გაინტერესებთ, სიტყვიერი ძალადობითაც.
ეს იყო ჩვენი მხრიდან ღირსეული პასუხი იმ უასაქციელობაზე, რაც იკადრეს თვითონ", - თქვა გიორგი გიორგაძემ.
მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის 5-კაციან ორგანიზაციას" ღირსების შემლახველი ღირსების შემლახველი განცხადებების გაკეთების საშუალებას არ მისცემენ.
შეგახსენებთ, რომ 4 აპრილს ბათუმში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან "ქართული ოცნების" წევრები და მხარდამჭერები ცოცხებით და პლაკატებით მივიდნენ. ამავე თემაზე: