8 აპრილს ახალ და ძალიან მნიშვნელოვან მტკიცებულებებს წარვადგენთ - ნიკა მელიას ადვოკატი

გამოქვეყნდა:

ნიკა მელიას ადვოკატი 8 აპრილის სასამართლოს სხდომიდან პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ელოდება, ხოლო სამართლებრივად, როგორც გიორგი კონდახაშვილი ამბობს,  1% -იანი მიზეზიც არ არსებობს მელიას პატიმრობაში დასატოვებლად.

"ჩვენ, რა თქმა უნდა, ილუზია არავის გვაქვს, რომ სასამართლოში მიიღება გადაწყვეტილება. ჩვენ, დიდი ალბათობით, 8 აპრილს მოვისმენთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელსაც გაახმოვანებს სასამართლო, ნიკა მელიას გაათავისუფლებს უკანონო პატიმრობიდან, თუ იგი დარჩება პოლიტიკური პატიმრობის ქვეშ.

თუკი ამას კანონის თვალათახედვით შევხედავთ, არ არსებობს 1% იმისა, რომ მოსამართლემ მიიღოს გადაწყვეტილება, ნიკა მელია დატოვოს პატიმრობაში",-თქვა კონდახაშვილმა.

კონდახაშვილის თქმით, 8 აპრილს დაცვის მხარე სხდომაზე ახალ მტკიცებულებებს წარადგენს, რომელიც ადასტურებს, რომ მელიას მიმართ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.

"ჩვენ წარვდგებით შუამდგომლობებით, ახალ ძალიან მნიშვნელოვან მტკიცებულებებს წარვადგენთ საქმეზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომლებიც გამოვლინდა სასამართლო პროცესის შემდგომ, რაც კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს და ერთმნიშვნელოვანს გახდის ნიკა მელიას საქმის პოლიტიკურ მოტივაციას და პოლიტიკური დევნის ფაქტებს დაადასტურებს. რა კონკრეტულ მტკიცებულებებზეა საუბარი, ეს დაცვის პოზიციისგან გამომდინარე, უშუალოდ სასამართლო პროცესზე გაჟღერდება",-თქვა კონდახაშვილმა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი ხუთშაბათს, 8 აპრილს ჩაინიშნა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა. საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავდა. ოპოზიციის ლიდერები ნიკა მელიას დასაცავად ენმ-ს ოფისი შეიკრიბნენ.

მეორე დილას პრემიერობიდან გიორგი გახარია გადადგათანამდებობის დატოვება მან სწორედ ნიკა მელიას საქმეს დაუკავშირა და თქვა, რომ ამ საკითხზე გუნდში "აზრთა სხვადასხვაობა" იყო. გახარიას გადადგომის შემდეგ, შსს-მ მელიას დაკავება "დროებით" გადადო. 

გახარიას შემცვლელად, ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნის შემდეგ კი "ოცნების" ხელისუფლება ენმ-ის ოფისში შტურმით შეიჭრა და ნიკა მელია დააკავა. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი