მელიას გათავისუფლებით სასამართლოს შანსი აქვს, ქვეყანაში სიტუაცია განმუხტოს - სიმონიშვილი

გამოქვეყნდა:

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარის, ნიკა სიმონიშვილის თქმით, 8 აპრილს სასამართლოს შანსი აქვს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლებით, ქვეყანაში სიტუაცია განმუხტოს.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მელიას საქმე პოლიტიკური წინამძღვერბით მიმდინარეობს.

"ეს პროცესი მიმდინარეობდა პოლიტიკური წინამძღვრებით, ჩვენ ასე შეგვიძლია ვთქვათ და ეს არც არის გასაკვირი. იმიტომ რომ იყო ისეთი გადაწყვეტილებები მიღებული, რომელიც მანამდე არ იყო მიღებული. შესაბამისად, თავიდანვე პოლიტიკისა და სამართლის გარჩევა ამ საქმეში რთული იყო.

რაც შეეხება გადაწყვეტილების მიღებას, აქ აქვს სასამართლოს შანსი, რომ რეალურად ქვეყანაში სიტუაციის განმუხტვისთვის გადადგას ძალიან კარგი ნაბიჯი, ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლებით",- თქვა სიმონიაშვილმა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი ხუთშაბათს, 8 აპრილს ჩაინიშნა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა. საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავდა. ოპოზიციის ლიდერები ნიკა მელიას დასაცავად ენმ-ს ოფისი შეიკრიბნენ.

მეორე დილას პრემიერობიდან გიორგი გახარია გადადგათანამდებობის დატოვება მან სწორედ ნიკა მელიას საქმეს დაუკავშირა და თქვა, რომ ამ საკითხზე გუნდში "აზრთა სხვადასხვაობა" იყო. გახარიას გადადგომის შემდეგ, შსს-მ მელიას დაკავება "დროებით" გადადო. 

გახარიას შემცვლელად, ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნის შემდეგ კი "ოცნების" ხელისუფლება ენმ-ის ოფისში შტურმით შეიჭრა და ნიკა მელია დააკავა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი