
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის სასამართლო პროცესზე მოსამართლეს სიტყვით მიმართა დაცვის მხარის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ და თქვა, რომ ხელისუფლება 20 ივნისის სისხლის ჩამოშორებას, მოქალაქეების მიმართ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრით ცდილობს.
ბასილაიას თქმით, ამ პროცესში საქართველოს პროკურატურა და სასამართლო გავრილოვის მხარესაა.
"20 ივნისს რაც დაატრიალა ხელისუფლებამ, ეგ სისხლი, რომ როგორღაც ჩამოირეცხოს, ამისთვის წამოიწყო სისხლის სამართლის საქმეები მოქალაქეების წინააღმდეგ და ეს ყველას ძალიან კარგად გვესმის. ეს არ არის პოლიტიკური განცხადება, რასაც ვამბობ, ეს არის ფაქტი და ეს არის ისტორიული ფაქტი და ამ პროცესში, სამწუხაროდ ქართული სასამართლო, ქართული პროკურატურა ზის გავრილოვის ნავში",- თქვა ბასილაიამ.
ნიკა მელიას სასამართლო 4 საათზე მეტია მიმდინარეობს.
ამავე თემაზე: