სამოქალაქო აქტივისტები, მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრები, გიორგი მუმლაძის დაკავებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მათი თქმით, უწყებამ გამოძიება უკვე დაიწყო.
"ჩვენ შევხვდით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენელს, ჩვენს შორის საუბარი იყო კონსტრუქციული, მივიღეთ მათგან პირობა, რომ გიორგი მუმლაძის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტი ინება, გამოძიებული და შესაბამისი პირები მიეცნენ პასუხისგებაში, ჩვენ ჩვენი მხრივ გამომდინარე იქიდან რომ გვინდა საქმეზე დადგეს კონკრეტული შედეგი დავეხმარებით გამოძიებას, მივაწვდით ჩვენს ხელთ არსებულ ყველანაირ ინფორმაციას", - ამბობს აქტივისტი ალიკა კუპრავა.
აქტივისტების თქმით, პირი რომელიც გიორგი მუმლაძეს ფიზიკურად გაუსწორდა, არის ალექსანდრე ჭიკაიძის ცოლის ძმა, აკაკი ოკრიბელაშვილი.
ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი ამბობს, რომ დაკავების მომენტში წინააღმდეგობა არ შეიძლება ჩაითვალოს დანაშაულად და აღნიშნული საქმე ავტორიტარიზმის მნიშვნელოვანი გამოვლინებაა.
ამავე თემაზე: