
შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, თუ რუსეთი გააგრძელებს დემოკრატიისთვის ხელის შეშლას, ის მზადაა საპასუხო ზომები მიიღოს. მისივე განცხადებით, რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს რამდენიმე დღის წინ ესაუბრა.
ბაიდენი აცხადებს აშშ ესკალაციას არ ცდილობს და ეს უნდა დამთავრდეს.
"შეერთებული შტატები არ ცდილობს დაიწყოს ეს ციკლი - რუსეთთან ესკალაციისა და კონფლიქტის. ჩვენ გვინდა სტაბილური, პროგნოზირებადი ურთიერთობა.
თუ რუსეთი განაგრძობს ჩვენი დემოკრატიისთვის ხელის შეშლას, მე მზად ვარ შემდგომი ზომების მისაღებად პასუხის გასაცემად. ჩემი, როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტის, პასუხისმგებლობაა ამის გაკეთება. ჩვენი კონკურენციის ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში, ორმა ქვეყანამ შეძლო დაძაბულობის მართვის გზების პოვნა და მათი კონტროლის თავიდან ასაცილებლად", - თქვა ჯო ბაიდენმა.
ბაიდენმა განაცხადა, რომ პუტინს განუმარტა, რომ აშშ-ს ურყევი და მყარი მხარდაჭერა აქვს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ევროპაში. მან შეშფოთება გამოთქვა რუსეთის ქმედებებზე უკრაინაში - "მე მას კატეგორიულად ვთხოვდი, თავი შეეკავებინა ნებისმიერი სამხედრო მოქმედებისგან".
ამავე თემაზე: