"მოთხოვნები არ ჰქონია" - ადვოკატი ე.წ. მძევლების საქმეზე

გამოქვეყნდა:

მოთხოვნები არ ჰქონია იქ მყოფი პირების მიმართ. ანუ, მისი განზრახვა არ ყოფილა ვინმეს დაყაჩაღება - აცხადებს ნიკოლოზ წურწუმიას ადვოკატი, რომელმაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი წინასწარი დაკავების იზოლატორში უნდა მოინახულოს.

საქართველოს ბანკზე თავდასხმაში ბრალდებულს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ამის შემდეგ იმსჯელებს.ნიკოლოზ წურწუმიას გამოძიება ადამიანების მძევლად ხელში აყვანასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარებას ედავება.

შეგახსენებთ, გუშინ, 16 აპრილს ავლაბარში, "საქართველოს ბანკის" ექსპრეს ფილიალში სავარაუდოდ პნევმატური იარაღით შეიარაღებული პირი შეიჭრა და 7 ადამიანი მძევლად აიყვანა. ჯერჯერობთ უცნობია დანაშაულის მოტივი.

შსს-მ  ზუგდიდელი ნიკოლოზ წურწუმია შემთხვევის ადგილზე დააკავა.  

ამავე თემაზე:



 

 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი