"სკანდალური მოვლენების წინაშე ვდგავართ"​- სარალიძის მკვლელობის საქმის "გაცოცხლება" გახარიას გააქტიურების პარალელურად

გამოქვეყნდა:

​"მენაბდის ნაწილის „დაკრიშვა“ დაიწყო გახარიამ, რომ დაიწყო საქმის დალაგება იქიდან"- აცხადებს დათუნა სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულის, მიხეილ კალანდიას ადვოკატი ზურაბ თოდუა.

მას შემდეგ, რაც პროკურატურამ ბოლო წლების ყველაზე ხმაურიანი მკვლელობის საქმის გამოძიება "გააცოცხლა", გაჩნდა მოსაზრება, რომ ამით რეალურად გიორგი გახარიაზე და კახა საბანაძეზე დაიწყო "ნადირობა", რაც მათ პოლიტიკურ გეგმებს უკავშირდება. 

სწორედ გახარია იყო შს მინისტრი, ხოლო საბანაძე მისი პირველი მოადგილე, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დროს.

"...გახარიას უთხრა, რომ შენ როგორ დაალაგე პოლიტიკურად ჩვენ ამას ვიტყვით, რომ შენი მოგონილია კალანდია, შენი მოგონილია სუბელიანი, შენი მოგონილია თავიდან ბოლომდე ეს საქმე და სასამართლოზე ზეგავლენაც შენი განხორციელებულია",-ამბობს ადვოკატი თოდუა

გარდა ამისა, ხვალ, 19 აპრილს, ადვოკატი გეგმავს პროკურატურას აქამდე უცნობი მასალა გადასცეს - "ჩვენ დიდი, სკანდალური მოვლენების წინაშე ვდგავართ" - ამბობს ადვოკატი

ვრცლად ამ თემაზე რეპორტაჟი "პოსტ ფაქტუმის" დღევანდელ ეთერში, 21 საათზე გავა.

15 აპრილს, შსს-ს თანამშრომლებმა დავით სარალიძის საქმეზე კიდევ ერთი პირი 2001 წელს დაბადებული გ.მ დააკავეს ის დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული და წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი