
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, კობა ნაყოფიას განცხადებით, შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით პარტია საბოლოო გადაწყვეტილებას პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ მიიღებს.
"ნიკა მელიას თავისუფლების რა მექანიზმი შეიძლება ამოქმედდეს ამასთან დაკავშირებით გვაქვს კითხვები, ასევე, "ქართული ოცნების" განცხადებასთან დაკავშირებით, მათ პრაქტიკულად დააანონსეს ნიკა გვარამიას დაპატიმრება. ჩვენ გვაინტერესებს სიცხადე ამ საკითხებთან დაკავშირებით, რამდენად მოიცავს ეს დოკუმენტი თუ სრული შეთანხმება პოლიტიკური დევნის შეწყვეტას", - თქვა კობა ნაყოფიამ.
მისივე თქმით, მთავარ კითხვებზე, რაც თავიდანვე ჰქონდათ, პასუხები ამ დრომდე არ აქვთ.
საკითხთან დაკავშირებით უკვე გაავრცელა საკუთარი მოსაზრება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ - მე ამ გარიგებაში ვერ და არ შევალ! - ასეთია მელიას პოზიცია.
შეგახსენებთ, რომ 18 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის საბოლოო ვერსია გახდა ცნობილი.
ამავე თემაზე: