"გვანახონ ჯერ შედეგი" - ბოკერია შეთანხმებაზე 

გამოქვეყნდა:

"ევროპული საქართველო" ამ დროის მონაცემებით შეთანხმებას ხელს არ აწერს. პარტიის ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, არჩევნების საკითხს არ ეთანხმებიან და ჯერ კონკრეტულ შედეგს ელოდებიან.​

"გვანახონ ჯერ შედეგი, მელიას და რურუას განთავისუფლების სახით, ეს აუცილებელი პირობა იყო მინიმალური საერთოდ კრიზისის განსამუხტად. მიუხედავად ამისა, ჩვენ პირადად გვქონდა კონსულტაცია პარტიის შიგნითაც და პარტნიორებთანაც, "ევროპული საქართველოს" პოზიცია არის, რომ თვითმმართველობის არჩევნების მიბმა და 43%-ის დაფიქსირება არის გაუგებარი, არალეგიტიმური, არალოგიკური და ამას ჩვენ მხარს არ ვუჭერთ", - თქვა გიგა ბოკერიამ.

მისივე თქმით, ჯერ არ ჩანს "ქართული ოცნების" პოზიციებიდან, რომ ისინი პოლიტიკურ დევნას არ გააგრძელებენ.

საკითხთან დაკავშირებით უკვე გაავრცელა საკუთარი მოსაზრება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ - მე ამ გარიგებაში ვერ და არ შევალ!  ასეთია მელიას პოზიცია.

შეგახსენებთ, რომ 18 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის საბოლოო ვერსია გახდა ცნობილი.

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი