ცოტათი აღელვებული დამხვდა.. ვისაუბრეთ მისი გათავისუფლების გზებზე... - ლომჯარია მელიაზე

გამოქვეყნდა:

"ცოტათი აღელვებული დამხვდა.. ვისაუბრეთ შექმნილ მდგომარეობაზე, მისი გათავისუფლების გზებზე"... - სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ნიკა მელიასთან რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეხვედრის დეტალებს "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "ღამის მთავარი" იხსენებს.

მე დამხვდა ის ცოტათი აღელვებული იქიდან გამომდინარე, რომ მისთვის იყო მიუღებელი ამ დღეებში დაწყებული ის საუბრები გირაოს საკითხთან დაკავშირებით და მეც დამიდასტურა ისევე როგორც მის თანაპარტიელებს მანამდე, რომ მისთვის მიუღებელი იქნებოდა გირაოს გზით, ანუ არ დათანხმდებოდა გირაოს შემოტავაზებას და გადახდას. თუმცა, საბოლოო ჯამში ჩვენ ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, შემქნილ მდგომარეობაზე მისი გათავისუფლების გზებზე... ხელშეკრულების იმ პუნქტებზე რომლებიც მნიშვნელოვანია და გავლენას ახდენს ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე... მრჩება შთაბეჭდილება, რომ შეთანხმება ნიკა მელიას ამნისტიით გამოშვებას ითვალისწინებს, - ამბობს ლომჯარია. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი