არაადამიანური მოპყრობის გამო დაკავებულ შსს-ს თანამშრომლებს ბრალი წარედგინათ

გამოქვეყნდა:

ჯარში, არაადამიანური მოპყრობის გამო დაკავებულ შინაგან საქმეთა სამინიტროს 2 მაღალჩინოსანს დიმიტრი დევდარიანსა და გიორგი ბიჩინაშვილს ბრალი წარედგინათ. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს. დაკავებულების უფლებადამცველებმა მოდულის შენობა ცოტა ხნის წინ დატოვეს.

შსს-ს თანამშრომლებს ბრალდება, 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინათ რაც პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. დანაშაული 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითავლისწინებს.

საქმეს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 9 თვის განმავლობაში იძიებდა. ისინი სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფი ჯარისკაცების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დააკავეს.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი