"ეს უარესია პერლ ჰარბორზე, ეს უარესია მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე" - ტრამპის მორიგი ბრალდება ჩინეთს

გამოქვეყნდა:

"ეს უარესია პერლ ჰარბორზე, ეს უარესია მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე" - დონალდ ტრამპის მორიგი განცხადება კორონა პანდემიაზე და მორიგი ბრალდებები ჩინეთს. აშშ-ს პრეზიდენტი ამბობს, რომ დროული ქმედებით შესაძლებელი იყო ვითარება არ გამწვავებულიყო და ვირუსი ჩინეთშივე გაჩერებულიყო.

ტრამპი საკუთარ მოქალაქეებს ქვეყნის ეკონომიკის კიდევ უფრო გაძლიერების პირდება.

ეს არასდროს უნდა მომხდარიყო. ამაზე უარესი ჩვენთან არასოდეს მომხდარა. ეს ყველაფერი შეიძლება გაჩერებულიყო წყაროზე, შეიძლებოდა გაჩერებულიყო ჩინეთში. მთავრობა ყურადღებით აკვირდება მიმდინარე მოვლენებს და ისინი სცენარის ნებისმიერი განვითარებისთვის არიან მზად. ჩვენი ეკონომიკა დაბრუნდება და უფრო დიადი იქნება ვიდრე ოდესმე ყოფილა. ეს ძალიან მალე მოხდება. იმაზე ადრე ვიდრე ამას ჩვენი მოქალაქეები წარმოდგენენ, - აცხადებს დონალდ ტრამპი.

ამ დროისათვის აშშ-ში კორონავირუსის მილიონ 250 ათასზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, 75 ათასამდე ადამიანი გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი