"ნიკა მელიამ სასწრაფოდ უნდა დატოვოს უკანონო პატიმრობა" - გიორგი რურუა თავისუფალია

გამოქვეყნდა:

გიორგი რურუას უკანონო პატიმრობა დასრულებულია. "მთავარი არხის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გლდანის ციხე პრეზიდნეტის მიერ შეწყალების აქტის ხელმოწერიდან დაახლოებით ერთ საათში დატოვა. გამოგონილი ბრალდებით საკანში წელიწადნახევრის განმავლობაში გამოკეტილი გიორგი რურუას გათავისუფლებას ორი საერთაშორისო შეთანხმება დასჭირდა. 

"ქართული ოცნების" მიერ 8 მარტის შეთანხმების დარღვევის შემდეგ, რურუას პოლიტიკური პატიმრობის დასრულება შარლ მიშელის დოკუმენტის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი გახდა.

ციხიდან გამოსვლის შემდეგ, გიორგი რურუა პირველივე განცხადებაში ივანიშვილის კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმრის, მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაუყოვნებლივ გათავისუფლებაზე საუბრობს. მისი თქმით, შეთანხმების პირველი პუნქტის ნახევარი შესრულდა და კრიზისის დასაძლევად მნიშვნელოვანია, რომ მეორე ნაწილიც შესრულდეს და ნიკა მელიამ უკანონო პატიომრობა სასწრაფოდ დატოვოს.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი