"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" განცხადებით, პარლამენტში "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც პოლიციელისადმი დაუმორჩილელობაზე პასუხისმგებლობის გამკაცრებას გულისხმობს სამოქალაქო სივრცის შეზღუდვისკენაა მიმართული.
"ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალური კრიზისის ფონზე, მაშინ როდესაც საზოგადოების
პროტესტი მზარდია, ხოლო ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა უკიდურესად მძიმე, აღნიშნული
ცვლილებები მძიმე ტვირთად დააწვება მოსახლეობას და სამოქალაქო სივრცის შეზღუდვისკენ
გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება შეფასდეს", - აცხადებს TI.
ორგანიზაცია, ასევე, ამბობს, რომ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა სათანადოდ დასაბუთებული არაა და მისი განხილვა ფართო საზოგადოებრივი ჩართულობისა და დისკუსიის გარეშე არ უნდა მოხდეს.
გარდა ამისა, TI-ს შეფასებით, სანქციების ოდენობა არ არის მისადაგებული ევროპული ქვეყნების სტანდარტებთან. "საერთაშორისო გამჭვირვალობა" მოუწოდებს პარლამენტს აღნიშნულ ინიციატივას მხარი არ დაუჭიროს და არ გაზარდოს ჯარიმები.
ამავე თემაზე: