გაუგებარია, რა მოტივაციით მოითხოვენ პრეზიდენტისგან ვეტოს დადებას - წილოსანი

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი, ნინო წილოსანი ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, რის საფუძველზე ითხოვს ოპოზიცია სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონპრიექტზე ვეტოს დადებას. წილოსანის თქმით, ცვლილებები კონსტიტუციასთან სრულ თანხვედრაშია.

"ვფიქრობ, ამ ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციას ერთადერთი გულისტკივილი იმაზე უნდა ჰქონდეს, რომ არ ჩაერთო პროცესში და ამ ცვლილებების მიღებაში. დარწმუნებული ვარ, საპარლამენტო მუშაობის ფარგლებში, ეს იქნებოდა საკომიტეტო, თუ სასესიო, მათი შენიშვნები და ობიექტური ახსნა-განმარტებები აუცილებლად იქნებოდა მიღებული.

რაც შეეხება პრეზიდენტთან მათ კონსულტაციას, ჩემთვის გაუგებარია, რა მოტივაციით მოითხოვენ პრეზიდენტისგან ვეტოს დადებას, რადგან აღნიშნული ცვლილებები სრულ თანხვედრაშია კონსტიტუციასთან",- თქვა წილოსანმა.

შეგახსენებთ, პრეზიდენტის რეზიდენციაში სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ ოპოზიციას ინდივიდუალურად ხვდება. შეხვედრა უკვე დაასრულა სალომე სამადაშვილმა და "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი