საათები დათვლილია - სულ ცოტა ხანში ნიკა მელია ციხეს დატოვებს. ევროკავშირმა ისტორიული პრეცედენტი დაუშვა და პროკურატურის მიერ მოთხოვნილი 40 000 ლარი ხაზინის ანგარიშზე შეიტანა. ხელისუფლებას ახლა სხვა გზა აღარ აქვს გარდა იმისა, რომ პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს.
ეს არის უპრეცედენტო ფაქტი, რომლის მსგავსიც ევრო გაერთიანების 70-წლიან ისტორიაში არ მოიძებნება. მსოფლიოს ყველაზე დიდი პოლიტიკური გაერთიანება, ევროკავშირი თანხმდება გადაიხადოს ერთი რიგითი ბრალდებულის გირაო. თუმცა ამ ისტორიული ფაქტით, ორგანიზაციის 27 წევრი სახელმწიფო ადასტურებს, რომ ნიკა მელია, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე" ნამდვილად პოლიტპატიმარი იყო.
იხილეთ ასევე:
როგორც კი საშუალება გვექნება, მივმართავთ სასამართლოს - პროკურატურა ნიკა მელიაზე