"ქართული ოცნების" წევრები აცხადებენ, რომ დმანისში გუშინ და დღეს მომხდარი კონფლიქტი ეთნიკურ ჭრილში არ შეიძლება იყოს განხილული. მათი მტკიცებით პოლიცია ადგილზე სიტუაციას აკონტროლებს და დამნაშავეები დაისჯებიან.

"გუშინ საღამოდან მოყოლებული მთელი ღამის განმავლობაში და დღესაც მიდის დაკითხვა ადამიანების, ყველა პირი არის იდენტიფიცირებული, სამართალდამცავების რეაგირება იქ რასაც ჩვენ ვუყურებდით, მართლაც მოხდა რაღაც ერთი წუთის განმვალობაში, შეიძლება მართლაც ერთი წუთის განმავლობაში ვერ მოსულიყო პოლიცია, მაგრამ ძალიან მალე მოხდა ყველა პირის იდენტიფიცირება, დამნაშავეებიც იქნებიან გამოვლენილი და პასუხსაც აგებენ", - თქვა სოზარ სუბარმა.

მისი თქმით, ეს იყო კონფლიქტი, რომელიც ყოფით ნიადგაზე მხოდა და არანაირ ეთნიკურ კონფლიქტზე ამ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს ლაპარაკი. 

"ჩვენ ვიცით, რომ იქ პოლიცია აკონტროლებს სიტუაციას, თუმცა მეორეს მხრივ მინდა მოვუწოდო იქ არსებულ ადგილობრივ მცხოვრებლებს, საზოგადოებას, მაქსიმალურად თავი შეიკავონ ასეთი ქმედებებისგან, გამომდინარე იქიდან, რომ ის დაწყებული კონფლიქტი ყოფით ცხოვრებასთან დაკავშირებით რაც იყო არცერთ შემთხვევაში არ უნდა გადაიზარდოს და მასშტაბები გაზიარდოს", - თქვა გურამ მაჭარაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ დმანისში ამ დრომდე დაძაბული სიტუაციაა. ადგილზე ადგილობრივი აზებრაიჯანული თემისა და ადგილობრივი ე.წ. ეკომიგრანტების თემის წარმომადგენლები ერთმანეთს ხელკეტებითა და ქვებით დაუპირისპირდნენ. 

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი