ინდოეთის ყველაზე წმინდა, საკრალურ მდინარეში ასობით მოტივტივე გვამი აღმოაჩინეს. გვამები ასევე მდინარის სანაპიროზეც დამარხეს. დაღუპულთა გამორიყვის ადგილას მცხოვრები ადამიანების თქმით, ისინი COVID-19-ის მსხვერპლები არიან.

უკანასკნელ კვირებში, ინდოეთს კორონავირუსის განამადგურებელი მეორე ტალღა დაატყდა თავს. 25 მილიონი ინფიცირებულითა და 275 000 გარდაცვლილით, ინდოეთი ერთ-ერთი ყველაზე მძიმედ დაზარალებული ქვეყანაა მსოფლიოში. თუმცა, ექსპერტები თვლიან, რომ დაღუპულთა რეალური რიცხვი ბევრად უფრო მაღალია.

► ნახეთ: ყველაფერი, რაც ინდოეთსა და იქ გავრცელებული შტამის შესახებ უნდა ვიცოდეთ

მდინარის ნაპირას ნაპოვნი ცხედრები ოფიციალურ მონაცემებში ასახული არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ სიკვდილიანობისა და ინფიცირების რიცხვი ბევრად უფრო დიდია. ადგილობრივების თქმით, მდინარეში მოტივტივე გვამების უკან ტრადიციული რწმენები, სიღარიბე და ადამიანების ელვის სისწრაფით მკვლელი პანდემია იმალება.

► მსგავსი: ინდოეთში COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტებს მკვლელი „შავი სოკო“ უფიქსირდებათ

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი