მიუღებელია იძულებით დაშვება და ჟურნალისტის დაკავება - ზურაბიშვილი მინსკის ინციდენტზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მინსკში Ryanair-ის რეისის იძულებით დასმას და ჟურნალისტის დაკავებას გამოეხმაურა.

"მიუღებელია "რაინეარის" რეისის იძულებითი დაშვება ბელარუსში და ჟურნალისტის დაკავება. ამით დაირღვა მრავალი საერთაშორისო ნორმა, რომლის უგულებელყოფაც შეუძლებელია", - წერს სალომე ზურაბიშვილი. 

 

თვითმფრინავი ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, მოულოდნელად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბორტზე ბომბი იყო, რომელიც საბოლოოდ ვერ იპოვეს.

ბელარუსის ოპოზიციონერი ლიდერები ამბობენ, რომ ლუკაშენკოს რეჟიმმა ეს ყველაფერი, იმიტომ გააკეთა, რომ ოპოზიციურად განწყობილი არხის The Nexta media network-ის ყოფილი რედაქტორი, ჟურნალისტი რამან პრატასევიჩი დაეკავებინათ.

ამავე თემაზე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი