პარლამენტში საფინანსო საბიუჯეტო სხდომა, სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ 2020 წლის ანგარიში წარადგინა, დასრულებულია. სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ გვენეტაძე თავის საქმიანობას ვერ ასრულებს და ის უნდა გადადგეს.
სხდომის დასრულების შემდეგ გვენეტაძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური კრიზისი კი პანდემიით ახსნა.
"ეს ორგანიზაციები ორგანიზაციის პროფესიულ საქმეს აფასებენ და არა ლანჩზე ვინ დადის და სამსახურში ვინ მიდის, ამიტომ კარგად მოუსმინეთ ჩემს პასუხს წაიკითხეთ დასკვნები. ობიექტური მიზეზები, რაც არის პანდემია", - თქვა გვენეტაძემ.
ამავე თემაზე: