მე და შალვა პაპუაშვილი ნინოწმინდაში დავრჩებით - დავითულიანი

გამოქვეყნდა:

ბექა დავითულიანი, რომელიც შალვა პაპუაშვილთან ერთად დღეს ნინოწმინდაში ჩავიდა, ამბობს, რომ პანსიონში ხვალ შეხვედრები გაგრძელდება და ის და პაპუაშვილი იქ რჩებიან

„პირველ რიგში, რაც ბავშვებს სჭირდებათ, სიმშვიდე და სტრესული გარემოს მოხსნაა, ამის საშუალება ყველამ ერთად უნდა მოგვცეთ. მეორე, შიგნით სოციალური მუშაკები არიან, არის ფსიქოლოგი, ისინი ღამით დარჩებიან. მე და ჩემი კოლეგა შალვა პაპუაშვილიც ნინოწმინდაში დავრჩებით და ხვალ მეუფესთან, სასულიერო პირებთან, აღსაზრდელებთან და პერსონალთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას, რათა ყველა ბავშვის უფლება იყოს სრულად დაცული" ამბობს დავითულიანი.

ბავშვების სიმშვიდის აუცილებლობას უსვამს ხაზს შალვა პაპუაშვილიც:

უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია, რომ აქ მუშაობენ სოციალური მუშაკები, ისინი პროფესიონალები არიან, რომლებიც დღეს პანსიონში დარჩებიან, იქნებიან ხვალაც, ზოგადად, ეს დღეები იქნებიან ბავშვებთან ერთად - ამბობს პაპუაშვილი.

ამავე თემაზე:





 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი