აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილიპ რიკერი საპარლამენტო ოპოზიციას ხვდება.
შეხვედრამდე ოპოზიციის ლიდერებმა ის ძირითადი საკითხები დაასახელეს, რომელზეც ყურადღებას გაამახვილებენ.
რიკერი დღეს დილიდან არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის სფეროს წარმომადგენლებს, ასევე პრემიერ ღარიბაშვილს შეხვდა, რის შემდეგაც მედიისთვის პრესკონფერენცია გამართა.
ცნობილი გახდა, რომ რიკერი ბაქოსა და ერევანში ვიზიტის შემდეგ, ისევ თბილისში დაბრუნდება.