ვენეციაში კომენდანტის საათი მოიხსნა | მოსახლეობა ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება [ვიდეო]

გამოქვეყნდა:

ვენეციაში კოვიდ 19-ის გამო დაწესებული კომენდანტის საათი მოიხსნა. უცხოური მედია ავრცელებს ვიდეოკადრებს, სადაც ჩანს, როგორ ერთობიან ადამიანები შეზღუდვის მოხსნის შემდეგ, გვიან ღამით, ქუჩაში. 

იტალია "თეთრ ზონაში" შედის, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში, ამ დროისთვის, მხოლოდ ნიღბების ტარება და სოციალური დისტანციის დაცვაა საჭირო.

ცნობისთვის, წარმატებული ვაქცინაციის შემდეგ, ქვეყნების ნაწილმა, კოვიდშეზღუდვები მოხსნა. მათ შორის არის ისარაელიც, სადაც ღია სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარაა.

საქართველოში კი უკვე ექვს თვეზე მეტია კომენდანტის საათი მოქმედებს. და ჯერჯერობით, არავინ იცის, როდის მოხსნის ხელისუფლება ამ შეზღუდვას. ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესიც დაგვიანებით და შეფერხებით მიმდინარეობს.  

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი