ევაკუატორი, რომელმაც მანქანა "ვილა ალგეთიდან" მაწევანში წამოიყვანა, ხალხს ნანახი აქვს - ელისო კილაძე

გამოქვეყნდა:

ჟურნალისტ-გამომძიებელი ელისო კილაძის თქმით, ადგილობრივ მოსახლეობას ნანახი აქვს ის ევაკუატორი, რომელმაც თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა "ვილა ალგეთიდან" მაწევანში გადაიყვანა. ამის შესახებ "ქრონიკა პლუსის" რედაქტორმა "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ისაუბრა. 

ძალიან დაშინებულები არიან ადამიანები. ყველა ცდილობს, რომ არ გელაპარაკოს. თუმცა, ყველა ცდილობს, მინიშნებით მაინც გელაპარაკოს და რაღაცები გითხრას. არიან ადამიანები, რომლებიც ასევე ამბობენ, რომ იცით რა, სწორი მიმართულებით მიდიხართ, გვითხრეს ეს ჩვენ იქ, როცა ვიყავით, როცა ეძებთ ევაკუატორს, რომელმაც "ვილა ალგეთიდან" წამოიყვანა მანქანა მაწევანში... სწორი მიმართულებით მიდიხართ ოღონდ... ევაკუატორიც ნანახი აქვს ხალხს და მფლობელებიც ვიცით, - ამბობს ელისო კილაძე. 

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. 23 წლის პროგრამისტი
სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, ის სწორედ თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ექვსთვიანი გამოძიების შემდეგ საქმე დაიხურა და ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზად შოთაძის უწყებამ სუიციდი დაასახელა. ოჯახი და ადვოკატები კი დარწმუნებით ამბობენ, რომ ეს თვითმკვლელობით შეფუთული კარგად ორგანიზებული მკვლელობა იყო. მიზეზი კი გარკვეული ინფორმაცია გახდა, რომელიც პროგრამისტმა მოიპოვა და შემდეგ ის თავიდან მოიშორეს.

იხილეთ ასევე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი