აშშ-ს არ მოსწონს ვითარება საქართველოში, რაც ნაკლებ ყურადღებას ნიშნავს - ტომას ჰენდრიკ ილვესი

გამოქვეყნდა:

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, ტომას ჰენდრიკ ილვესი ამბობს, რომ შეერთებულ შტატებს საქართველოში არსებული სიტუაცია არ მოსწონს, სწორედ ამიტომ ეთმობა მათი მხრიდან საქართველოს ნაკლები ყურადღება.

საქართველო-ამერიკისა და ბაიდენი-პუტინის შეხვედრაზე ტომას ჰენდრიკ ილვესმა "ამერიკის ხმასთან" ისაუბრა. მისი თქმით, ევროკავშირი და აშშ საქართველოს არ დასჯიან, თუმცა ქვეყანას დროებით ზურგს აქცევენ, რათა მიხვდნენ, თუ რატომ ხდება ასე.

​"ვფიქრობ, ამერიკის მთავრობას არ მოსწონს საქართველოში არსებული ვითარება და ეს იმას ნიშნავს, რომ შედეგად უფრო ნაკლებ ყურადღებას მიიღებთ. ამერიკა და ევროკავშირი არ იტყვიან, რომ ახლა საქართველოს დავსჯით. ისინი უბრალოდ ჩამოგწერენ, ზურგს გაქცევენ და თვითონ უნდა მიხვდე, რატომ არ გაქცევს ამერიკა ყურადღებას, იქნებ ეს იმას უკავშირდება, როგორ მართავთ ქვეყანას",- თქვა მან.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს 16 ივნისს შეხვდებიან. შეხვედრაზე მხარეები უკრაინისა და ბელორუსის საკითხებს განიხილავენ. შეხვედრის თემა საქართველო არ იქნება.

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი ჟურნალისტების კითხვას, რატომ არ იქნება საქართველო ბაიდენი-პუტინის შეხვედრის თემა და რა ნაბიჯები გადადგა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ საქართველო შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ყოფილიყო, პასუხი არ გასცა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი