ახალმა ვაქცინამ 90%-იანი ეფექტურობა აჩვენა - ის კორონავირუსის ახალ შტამებსაც ანადგურებს

გამოქვეყნდა:

ცოტა ხნის წინ, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დამამზადებელმა ნაკლებად პოპულარულმა კომპანია „ნოვავაქსმა“ 30 000 ადამიანზე ჩატარებული კლინიკური ცდის დამაიმედებელი შედეგები გამოაცხადა. მათ ცდები შეერთებულ შტატებსა და მექსიკაში ჩაატარეს. ეს ვაქცინა COVID-19-ის გამომწვევი ვირუსის, SARS-CoV-2-ის ცილას იყენებს, რაც აქამდე ავტორიზებულ ვაქცინებში არ შეგვხვედრია. ვაქცინამ სიმპტომური ინფექციების წინააღმდეგ 90,4%-იანი ზოგადი ეფექტურობა აჩვენა, ხოლო საშუალო და მძიმე შემთხვევებს 100%-ით ბლოკავს. ყველაზე საყურადსაღებო რვა ვირუსული მუტაციის წინააღმდეგ მისი ეფექტურობა 93,2% იყო. ვაქცინა უსაფრთხო და ტოლერანტულია.

► ნახეთ: საქართველოში „ნოვავაქსის“ 700 000 დოზა შემოვა

ეს ვაქცინა ფენომენალურად გამოიყურება. ამ შედეგებმა მართლაც გამაოცა. - ამბობს მონიკა განდი, ინფექციური დაავადებების ფიზიოლოგი და ეპიდემიოლოგი კალიფორნიის უნივერსიტეტიდან.

მისი თქმით, ვაქცინა განსხვავებულ ადამიანებზე ჩატარდა, სადაც 44%-ს არათეთრკანიანი მონაწილეები შეადგენდნენ. ვაქცინის შენახვა ძალიან მარტივია, რაც, განდისვე თქმით, მსოფლიოს შორეულ წერტილებში ხელმისაწვდომობას გაამარტივებს.

ვეილი კორნელის მედიცინის იმუნოლოგისა და „ნოვავაქსის“ კლინიკურ ცდაში მონაწილე ჯონ მურის თქმით, „ნოვავაქსის“ ეფექტურობასა (90%) და „ფაიზერისა“ და „მოდერნას“ (95%, 94%) ეფექტურობას შორის რამდენიმე პროცენტიანი სხვაობა ნაწილობრივ იხსნება იმითი, რომ „ნოვავაქსმა“ კლინიკური ცდები შედარებით გვიან დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ექსპერიმენტის მიმდინარეობისას ვირუსის ახალი ვარიანტები აქტიურად ცირკულირებდა. ხოლო მესენჯერულ რნმ-ზე (mRNA) მომუშავე ორი ვაქცინის კლინიკური ცდები მანამდე დასრულდა, სანამ ასეთი ვარიანტები ფართოდ ცირკულირებას დაიწყებდა.

► დეტალურად: რა სხვაობაა ვაქცინებს შორის - ეფექტურობა, უსაფრთხოება, მუშაობის მექანიზმი

ეს არის ვაქცინა, რომლის ეფექტურობა, მინიმუმ, „ფაიზერისა“ და „მოდერნას“ ეფექტურობას უტოლდება. ის 100%-ით გიცავთ ვირუსისგან. - ამბობს მური.

თუმცა, ერთ-ერთი ექსპერტი ასეთი აღფრთოვანებული არ ჩანს.

მათი მონაცემები არაფერი განსაკუთრებული არ არის. [ვაქცინის] ეფექტურობა საერთო ჯამში რამდენიმე ნაბიჯით ჩამორჩება „ფაიზერისა“ და „მოდერნას“... ეს საუკეთესო შემთხვევაში არის „მეც ვაქცინა ვარ“ ვაქცინა. - ამბობს ვიჯეი სამანტი, Xiconic Pharmaceuticals-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი.

„ნოვავაქსი“ აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციასა და სხვა რეგულატორებს დაჩქარებული ავტორიზაციის მისანიჭებლად ამ წლის მესამე მეოთხედში მიმართავს, როდესაც კომპანია რეგულატორების მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. პრეზიდენტისა და აღმასრულებელი დირექტორის, სტენლი ერკის თქმით, კომპანიამ ზუსტად ისეთი ვაქცინა უნდა აწარმოოს, რომელიც კლინიკურ ცდებში გამოიყენეს.

► ნახეთ: საიდუმლოდ ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ვაქცინაცია პანდემიას დაასრულებს

კლინიკური ცდა აშშ-ში 113 ადგილას, ხოლო მექსიკაში 6 ადგილას მიმდინარეობდა. აქ მოხალისეებმა ვაქცინის ორი დოზა 21 დღიან ინტერვალში გაიკეთეს. მონაწილეთა მესამედმა პლაცებო მიიღო. 25 იანვრიდან 30 აპრილს შორის, მონაწილეებში COVID-19-ის 77 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 63 პლაცებოს ჯგუფიდან იყო. ვაქცინირებულ ადამიანებში დაფიქსირებული თოთხმეტივე შემთხვევა მსუბუქი იყო.

► საინტერესო: რა დაემართა ახალგაზრდა გოგოს, რომელსაც COVID-19-ის ვაქცინის 6 დოზა გაუკეთეს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი