ჯონსონი ყველა მიმართულებით ინფორმირებულია, მხარს უჭერს საქართველოს განვითარებას - ნიკა მელია სენატორებს შეხვდა

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს აგრძელებს. კორონავირუსის ეპიდემიის გამო, კაპიტოლიუმის შენობა ოფიციალური შეხვედრებისთვის რამდენიმე დღეა გაიხსნა. "ნაციონალური მოძრაობის" დელეგაცია კი ერთ-ერთი პირველია, რომელიც სენატში მოლაპარაკებებს მართავს.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა: ნიკა მელიამ, თინათინ ბოკუჩავამ და ნონა მამულაშვილმა შეხვედრები სენატორ რონ ჯონსონსა და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელ კრის სოჩასთან გამართეს.

"მოხარული ვარ, რომ პირადად გავიცანი საქართველოს უდიდესი მეგობარი, სენატორი ჯონსონი და იმდენად საინტერესოდ წარიმართა შეხვედრა, რომ დაგეგმილზე ორჯერ უფრო დიდხანს გაგრძელდა და რომ არა ჩანიშნული და დაგეგმილი შეხვედრები, კიდევ უფრო დიდხანს გასტანდა ჩვენი შეხვედრა. საინტერესოა ის, რომ ყველა მიმართულებით ბატონი ჯონსონი არის ინფორმირებული და ის მხარს უჭერს საქართველოს განვითარებას, საქართველოს სახელმწიფოებრივი საფუძვლების განმტკიცებას",- თქვა ნიკა მელიამ.

აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის აპარატის უფროსი საქართველოს განვითარების პერსპექტივებზე საუბრის დროს ყურადღებას ინსტიტუციური რეფორმების აუცილებლობაზე ამახვილებს. 

"საქართველოსგან განსხვავებით, სხვა ქვეყნები ინსტიტუციურ რეფორმებს აწარმოებენ და ცდილობენ, კანონის უზენაესობა გააძლიერონ. თუ საქართველო უმოქმედო იქნება და არაფერს გააკეთებს, ის ეკონომიკურად უკან დაიხევს და სხვა ქვეყნებს ჩამორჩება. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ საქართველომ აუცილებლად უნდა გაატაროს რეფორმები, გახდეს გამჭირვალე და აიღოს პასუხისმგებლობა იქნება ეს ბიზნესსა თუ პოლიტიკაში",- ამბობს კრის სოჩა.

 "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია აშშ-ში 12 ივნისს გაემგზავრა

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი