კოალიცია რუსეთის წინააღმდეგ - სად არის ამ დროს საქართველო?

გამოქვეყნდა:

ნატო-ს სამიტის შემდეგ, ბრიუსელში ჯო ბაიდენი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდა. პირველი პირების მიერ შედგენილ განცხადებაში კი ვკითხულობთ,რომ ამერიკა-ევროკავშირი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად რუსეთის წინააღმდეგ ერთობლივ მიდგომას შეიმუშავებს.

რა შემხვედრ ნაბიჯებს დგამს ქართული ოცნების ხელისუფლება იმისთვის,რომ სამხრეთ კავკასიაში ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი სტრატეგიული მოკავშირე საქართველო იყოს? - საქართველოს პრემიერმინისტრმა პასუხის ნაცვლად ზურგი გვაქცია.

იმისთვის რომ დასავლეთმა რეგიონში გავლენები მნიშვნელოვნად დაიბრუნოს, ყველაზე სწრაფი და სწორი გზა საქართველოსთვის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და ევროკავშირში გაწევრიანება იქნება - ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ მთავარი პრობლემა ამ შემთხვევაში ქართული ოცნების ხელისუფლებაა, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკას აწარმოებს.

ბრიუსელსა და ჟენევაში უმნიშვნელოვანესი შეხვედრების პარალელურად კი აშშ-ში ნაციონალური მოძრაობის დელეგაციის ვიზიტი უკვე მეოთხე დღეა გრძელდება. მთავარი ოპოზიციური პარტია სტრატეგიულ მოკავშირეებს საქართველოში არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას აცნობს.

საქართველო გახდება ნატოს წევრი - წერს ალიანსის 30 წევრი ქვეყნის ლიდერი სამიტის დასკვნით კომუნიკეში, თუმცა ალიანსში გაწევრიანება შარლ მიშელის დოკუმენტში არსებული რეფორმების გატარებასა და ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებაზე იქნება დამოკიდებული.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი