
საბერძნეთში მომხდარი მკვლელობა გახსნილია, პოლიცია თითქმის 1 თვე ცდილობდა დაედგინა, ვინ მოკლა ბრიტანეთის მოქალაქე, 20 წლის ქალი ქალაქ გლიკანერაში.
დაკავებულია ქმარი, 33 წლის პილოტი, რომელსაც ბრალი უკვე წაყენებული აქვს და დღეს სასამართლოს წინაშეც წარსდგება.
კაროლინა კრაუჩის ქმარი თავდაპირველად ყვებოდა, რომ მათთან სახლში 3 თავდამსხმელი შეიჭრა, ირკვევა, რომ მანვე გააქრო კამერების ჩანაწერები და ყაჩაღობის ინსცენირება დადგა. მეზობლების ჩვენებებით, მათ ცოლ-ქმრის კამათი გაიგეს.
გამოძიებამ მოკლულის ქმარი სიცრუის დეტექტორზე შეამოწმა, რის შემდეგაც დადგინა, რომ მისი ჩვენებები და ფაქტები ერთმანეთს არ ემთხვეოდა.
"კაცმა თითქმის 7 საათიანი დაკითხვის შემდეგ დანაშაული აღიარა. მის ბრალზე მისივე ტელეფონში არსებული მტკიცებულებებიც მიუთითებდა. გარდა ამისა, კრიმინალისტებმა ვიცით, რომ ძალიან ცოტაა ისეთი შემთხვევები, როცა ძარცვისა და ყაჩაღობის დროს კლავენ უფრო სუსტს და ძლიერს ცოცხალს ტოვებენ. ჩვენთვის თავიდანვე ძალიან საეჭვო იყო, რომ კაცი ყოველგვარი დაზიანებების გარეშე გადაურჩა როგორც თავად ყვებოდა ყაჩაღების თავდასხმას, რომლებმაც, მისი თქმით, ცოლი მოუკლეს", - თქვა ადგილობრივმა გამომძიებელმა.
ბრალდებულმა დაკითხვის დროს განაცხადა, რომ მკვლელობის მოტივი ცოლის მუქარა იყო, რომ სახლიდან წავიდოდა.
ამავე თემაზე: