"მთავრობამ ყველაფერი გააკეთა" - გომელაური ზაზა გახელაძეზე

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური თქმით, მთავრობა უკანონოდ დაკავებული, ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად ყველაფერს აკეთებს. 

გომელაურმა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა და განმარტა, რომ მისმა საჯარო განცხადებებმა, შესაძლოა, პროცესი დააზიანოს.

"ხშირად ვხდები კრიტიკის მსხვერპლი, ვერ ვსაუბრობ ხოლმე, ამ შემთხვევაში გამიჭირდება, რომ დეტალებზე ვისაუბრო. თუმცა ერთი შემიძლია ვთქვა, რომ მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, ყველა ჩვენი პარტნიორი, მეგობრები, საერთაშორისო ორგანიზაციები ჩართული არიან ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად.

ვიმედოვნებ, რომ მიიღებენ გონივრულ გადაწყვეტილებას და ამ ადამიანს გაათავისუფლებენ და მალე დაუბრუნდება ოჯახს.

დეტალებზე ბოდიშს ვიხდი, შეიძლება ჩემმა ღია საუბარმა დააზიანოს და ჩაშალოს მოლაპარაკებები",-თქვა ვახტანგ გომელაურმა.

დღეს, 23 ივნისს ზაზა გახელაძის მხარდასაჭერად საპროტესტო აქცია იმართება. ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები  სოფელ ქვემო ჭალაში მანქანების კოლონებით გაემგზავრებიან და გახელაძეების ოჯახის აქციას შეუერთდებიან.

ზაზა გახელაძე 11 თვეზე მეტია, რაც პატიმრობაში რჩება, დეფაქტო ცხინვალის ხელისუფლებამ და მას დაქვემდებარებულმა ე.წ. სასამართლომ მას 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ხელისუფლებამ დაპირებების მიუხედავად, ზაზა გახელაძის გათავისუფლება ვერ შეძლო. 

ამავე თემაზე: 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი