მოგიწოდებთ შეასრულოთ შეთანხმება, მათ შორის სასამართლოში დანიშვნების შეჩერებით - სახ.დეპი მთავრობას

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი 12 ივლისს პარლამენის მიერ უზენაესი სასამართლოს 6 უვადო მოსამართლის დანიშვნას ეხმაურება და წერს, რომ ეს 19 აპრილის შეთანხმებას ეწინააღმდეგება.  განცხადებაში მითითებულია, რომ შარმლ მიშელის შეთანხმებამ ხელმომწერ მხარეებს დააკისრა ვალდებულება, რომ უზენაეს სასამართლოში ყველა მიმდინარე დანიშვნა მანამდე შეეჩერებინათ, ვიდრე არ განხორციელდებოდა სასამართლოს ამბიციური რეფორმა ფართო, ინკლუზიური და მრავალპარტიული რეფორმის პროცესის გზით.

სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს საქარველოს ხელისუფლებას, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება.

"ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით, ევროკავშირისა და შეერთებული შტატების მედიაციით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმებამ ხელმომწერ მხარეებს დააკისრა ვალდებულება, რომ უზენაეს სასამართლოში "ყველა მიმდინარე დანიშვნა" იქამდე შეეჩერებინათ, სანამ "სასამართლოს ამბიციური რეფორმა" ფართო, ინკლუზიური და მრავალპარტიული რეფორმის პროცესის გზით არ განხორციელდებოდა”.

მოვუწოდებთ საქარველოს ხელისუფლებას, შეასრულოს 19 აპრილის შეთანხმება, მათ შორის, უზენაეს სასამართლოში დანიშვნების შეჩერებით ყოვლისმომცველი, გამჭვირვალე და ინკლუზიური სასამართლო რეფორმის ჩატარებამდე. ეს არის ის, რაზეც საქართველოს პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის, მმართველი პარტია შეთანხმდა. ამის არ შესრულება კიდევ უფრო მეტად გამოუთხრის ძირს ქართული საზოგადოების და საერთაშორისო თანამეგობრობის ნდობას საქართველოს სასამართლოს მიმართ და რისკს შეუქმნის საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას. 19 აპრილის შეთანხმების არასრულმა შესრულებამ ასევე შესაძლოა შეასუსტოს ინვესტორების ნდობა და შეამციროს საქართველოს პოლიტიკური და სოციალური ინსტიტუტების მდგრადობა",- აღნიშნულია განცხადებაში.

შეერთებული შტატები მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას აღადგინონ თავიანთი ერთგულება დემოკრატიული პრინციპებისა და კანონის უზენაესობისადმი, ამავდროულად განაახლონ პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან და საერთაშორისო საზოგადოებასთან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი