ქართული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, განაჩენიდან მეორე დღეს, უკრაინელ მეზღვაურებს შესთავაზეს შეწყალების მექანიზმი, თუმცა მათ ეს შეთავაზება არ მიიღეს.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ შეწყალება არ შეუთავაზებიათ მიხეილ ბატურინისთვის, რომელიც სდსს-ს თანამშრომელი იყო და მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაცვაში მუშაობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, უკრაინის პრეზიენტმა სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ ბათუმში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა.
მოითხოვეს რომ დაეწერათ შეწყალების თხოვნა საიმისოდ, რომ ვიდრე ვოლოდიმერ ზელენსკის ვიზიტი შედგება საქართველოში მომხდარიყო მათი გათავისუფლება. ეს არის ვაჭრობა უკანონობით, ვაჭრობა სასამართლოთი - ამბობს დაკავებულების ადვოკატი ბექა ბასილაია.
მისი თქმით, მიხეილ ბატურინს მიხეილ სააკაშვილთან მუშაობის გამო სჯიან, ხოლო უკრაინის 2 მოქალაქეს ზელენსკისთან "თავის მოწონებისთვის" ათავისუფლებენ
უკრაინის მოქალაქეებს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით მამისეიშვილმა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
უკრაინელი მეზღვაურები 2020 წლის 28 ნოემბერს დააკავეს. კატარღა საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ იმ დროს დააკავა, როცა იგი, საქართველოს ტერიტორიული წყლების გავლით, უკრაინიდან თურქეთში მიდიოდა.