"ოცნება" ისევ ამტკიცებს, რომ 19 აპრილის შეთანხმების ყველა პირობა ზედმიწევნით შეასრულა - პასუხი ბლინკენს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" 12 ივლისს, უზენაესში 6 მოსამართლის უვადოდ გამწესების შემდეგ საერთაშორისო კრიტიკას, კერძოდ კი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას პასუხობს და ისევ ამტკიცებს, რომ 19 აპრილის შეთანხმება "ზედმიწევნით შეასრულეს". 

"ზედმიწევნით შესრულდა პოლიტიკური შეთანხმების ყველა პირობა: ხელისუფლებამ „თავი შეიკავა“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ძველი წესების შესაბამისად განწესებისგან; საერთაშორისო პარტნიორებთან შეჯერებული რეკომენდაციის შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ „დააპაუზა“ გასაუბრების პროცესი; პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ზედმიწევნით ასახავს ვენეციის კომისიის სამივე საკვანძო რეკომენდაციას; ახალმა კანონმა დამატებით კანდიდატებსაც მისცა განაცხადების შეტანისა და შერჩევის პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა", - წერია განცხადებაში. 

გარდა ამისა, "ოცნება" ამბობს, რომ  ზედმიწევნით გაითვალისწინეს ვენეციის კომისიის 2019 წლის რეკომენდაცია, რომლის თანახმად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ერთი ნახევარი მეცხრე, ხოლო მეორე ნახევარი - მეათე მოწვევის პარლამენტის მიერ უნდა არჩეულიყო. 

პარტია აცხადებს, რომ გუნდის თითოეული წევრისთვის "გასაკვირი და შემაშფოთებელია" განცხადებები და შეფასებები, რომლებიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით ვრცელდება.

საპასუხო წერილი სრულად

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი