ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საქართველოს პარლამენტის მიერ 12 ივლისს უზენაესი სასამართლოს 6 მოსამართლის უვადოდ დამტკიცებას ეხმაურება და წერს, რომ ამის გამო აშშ ღრმად შეშფოთებულია.
"შეერთებულ შტატებს ღრმად შეშფოთებულია 19 აპრილის შეთანხმების საწინააღმდეგოდ საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს კანდიდატების დამტკიცების გამო. ამბიციური სასამართლო რეფორმა გადამწყვეტია საქართველოს წარმატებისთვის", - წერს ბლინკელნი.
ცნობისთვის, ამავე თემზე განცხადება გაავრცელა სახელმწიფო დეპარტამენტმაც, რომელმაც მთავრობას მოუწოდა შეასრულოს 19 აპრილის შეთანხმება, მათ შორის მოსამართლეთა დანიშვნების შეჩერებით, მანამ, სანამ ფართო და ინკლუზიური რეფორმა არ გატარდება.