"თეა წულუკიანს აქვს გუნდის და ჩემი სრული პოლიტიკური მხარდაჭერა, ყველა საუკეთესო წამოწყებაში", - ასეთ კომენტარს აკეთებს "ქართული ოცნების" წევრი, არჩილ თალაკვაძე კულტურის მინისტრ თეა წულუკიანზე. საუბრისას ტელეკომპანია "იმედის ეთერში.
რაც შეეხება წულუკიანის მიერ სენაკის თეატრში "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფისთვის საქმიანობაში ხელის შესვლასა და მიკროფონის მისაკუთრებას, როგორც, თალაკვაძე ამბობს, ეს ფაქტი მედიასაშუალებებმა "კონტექსტიდან ამოჭრილი" გააშუქეს:
"რაც შეეხება იმ კონკრეტულ ფაქტს, რასაც ასევე ტენდენციურად აშუქებდა ეს ორი პროპაგანდისტული კომპანია, სინამდვილეში ეს იყო კონტექსტიდან ამოჭრილი მასალა და ისინი მოვალეები იყვნენ მთლიანად გაეშუქებინათ რაც იმ დღეს მოხდა", - თქვა თალაკვაძემ.
ცნობისთვის, 22 ივლისს, სენაკის თეატრში ჩასულმა კულტურის მინისტრმა, "მთავარი არხის" ჟურნალისტ ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა და შეურაცხყოფა მიაყენა. ჟურნალისტი დარბაზიდან დაცვამ გაიყვანა, წულუკიანი კი აცხადებს, რომ მიკროფონს არჩევნების შემდეგ დააბრუნებს.
იხილეთ ასევე: