"რესპუბლიკური პარტია" თავის კანდიდატს არ დაასახელებს და მხარს რომელიმე ოპოზიციური ერთობის კანდიდატს დაუჭერს", - ეს განცხადება პარტიის თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" ეთერში, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას გააკეთა.
ცნობისთვის, "გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას" თბილისის მერობის საერთო კანდიდატი ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელიაა. რომელსაც მხარს უჭერს პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლება" და "ევროპული საქართველო". ამ დროისთვის უცნობია, როგორ აპირებს ბრძოლას რეფერენდუმად ქცეულ არჩევნებში პარტია "ლელო", რაც შეეხება "სტრატეგია აღმაშენებელს", როგოც გიორგი ვაშაძემ განაცხადა, "ყველაზე სწორი იქნება ჩამოყალიბდეს მე-3 ძალა და მან წარადგინოს მერობის კანდიდატი". ცნობილია ისიც, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე დამოუკიდებლად იბრძოლებს "ლეიბორისტული პარტიაც".