უკან იხევს საქართველო ევროკავშირისკენ მისწრაფებაზე? - აშშ-ის ყოფილი ელჩი შეთანხმების ანულირებაზე

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი, შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებაზე, "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას ეხმაურება და ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით საქართველო ევროკავშირის ინტეგრირების წინსვლაზე დადებულ პირობას ძირს უთხრის.

"19 ივლისს ბათუმში საქართველომ პირობა დადო, რომ "ჩვენი ურყევი ვალდებულებაა ინტეგრაციის პროცესის შემდგომი ხელშეწყობა"

უთხრის თუ არა ძირს ამ დაპირებას, ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული პოლიტიკური კომპრომისის მიტოვება? უკან იხევს საქართველო ევროკავშირისკენ მისწრაფებაზე?",-წერს უილიამ კორტნი.

შეგახსენებთ, დღეს, 28 ივლისს "ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. ამით მმართველმა გუნდმა უარი თქვა დოკუმენტში გაწერილ ვალდებულებაზე - არჩევნებში 43%-ის ვერაღების შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა "მათ კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი