
შვედეთის ყოფილი პრემიერმინისტრი და ევროპული ანალიტიკური ინსტიტუტის საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე, კარლ ბილდტი, "ქართული ოცნების" მხრიდან შარლ მშელის დოკუმენტის ანულირებას Twitter-ზე გამოეხმაურა. ბილდტი წერს, რომ ამ გადაწყვეტილებით საქართველოში მოვლენები "ღრმად შემაძრწუნებლად" განვითარდა.
"მმართველი გუნდის, ქართული ოცნების მხრიდან ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული დემოკრატიული გზის შეთანხმების დატოვებით საქართველოში მოვლენები სერიოზულად და ღრმად შემაძრწუნებელად განვითარდა. იანუკოვიჩს ბაძავენ?",- წერს კარლ ბილდტი.
ცნობისთვის, 28 ივლისს "ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. ამით მმართველმა გუნდმა უარი თქვა დოკუმენტში გაწერილ ვალდებულებაზე - არჩევნებში 43%-ის ვერაღების შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა "მათ კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული.