"გაოგნებული და იმედგაცრუებულები ვართ" - ევროპარლამენტარების განცხადება "ოცნების" მიერ შეთანხმების ანულირებაზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას ევროპარლამენტარები ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან. 

ჩვენ გაოგნებული და იმედგაცრუებულები ვართ პარტია "ქართული ოცნების" მოულოდნელი გადაწყვეტილებით, რომ ცალმხრივად დაარღვიოს 19 აპრილის შეთანხმება და გამოვიდეს შარლ მიშელის შეთანხმებიდან. 

ეს გარდამტეხია საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, მაგრამ ასევე ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთერთობებში, შეთანხმება გზას უხსნის პოლიტიკური პოლარიზაციის გამარტივებას და კანონის უზენაესობის განმტკიცებას საქართველოში, ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სასამართლო დამოუკიდებლობა, საარჩევნო სისტემა ან პარლამენტში ძალაუფლების განაწილება.

"ქართული ოცნების" განცხადების საწინააღმდეგოდ, რომ შეთანხმებამ უკვე შეასრულა თავისი მიზნები და, შესაბამისად, მიაღწია თავის საზღვწებს, მიგვაჩნია, რომ ის ხაზს უსვამს რეფორმებს, რომლებიც უნდა გაგრძელდეს და გაძლიერდეს წლების განმავლობაში, არა მხოლოდ ეპიზოდურად, - წერია განცხადებაში. 

განცხადებას ხელს აწერენ ევროპარლამენტარები: მარინა კალიურანდი, სვენ მიკსერი და ვიოლა ფონ კრამონი. 

მანამდე კი, 28 ივლისს "ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის დოკუმენტი 
ანულირებულად გამოაცხადა. ამით მმართველმა გუნდმა უარი თქვა დოკუმენტში გაწერილ ვალდებულებაზე - არჩევნებში 43%-ის ვერაღების შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა "მათ კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული.   

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი