შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ სუს-ის უკანონო მოსმენებზე გასაჯაროებულ დოკუმენტებზე ამბობს, რომ მსგავსი მილიონის გაკეთება და გავრცელება შეუძლია.

"ეგ თქვენი ინტერპრეტაციაა, ვის აბარებს ანგარიშს [სუს-ი]. რა დოკუმენტია, ეგეთ დოკუმენტს, შემიძლია გავაკეთო მილიონობით დოკუმენტი და გამოვდო, ეს არ არის ოფიციალური. ამაზე ვერ გავაკეთებ განცხადებას, მე ვთვლი, რომ ამ განცხადებაზე დეტალებში ჩასვლა ზედმეტია ჩემი მხრიდან. 

კარგი იქნება რომ მომისმინონ, კარგ რაღაცეებს ვლაპარაკობ", - თქვა ვახტანგ გომელაურმა. 

კითხვაზე, ჰქონია თუ არა განცდა, ან თუ შეუმჩნევია, რომ უკანონო მიყურადება და თვალთვალი ხდება, პასუხობს:

"არა რა სისულელეა. არანაირი შეგრძნება არ მაქვს, რომ მისმენენ მე".

გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ნიკა გვარამიამ წაიკითხა სუს-იდან მოპოვებული ოპერატიული კრებსი, სადაც საუბარია სასულიერო პირებზე, ოპოზიციის წარმომადგენლებზე, ჟურნალისტებზე, მთავრობის ადმინისტრაციის მოქმედ და ყოფილ თანამშრომლებსა და მათ პირად ცხოვრებაზე. ყველა ეს ინფორმაცია 2020 წლის წინასაარჩევნო პერიოდსა და მიმდინარე წელს ასახავს.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი