"ვფიქრობ, საქმის მიჩქმალვას ცდილობდნენ" - ბაკიხანოვის საქმეზე გამოკითხვები გრძელდება

გამოქვეყნდა:

თბილისში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი აზერბაიჯანელი ბლოგერის, ჰუსეინ ბაკიხანოვის  საქმეზე, საგამოძიებო უწყებაში, მისი მეგობარი დაიბარეს. საქმე ეხება "მთავარი არხის" ეთერში გასულ მასალას და ბაკხანოვის ბოლო ხმოვან შეტყობინებას, რომლსაც ბლოგერი გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, მეგობარს უგზავნიდა.

გარდაცვლილი აზერბაიჯანელი ბლოგერის მეგობარი ამბობს, რომ პოლიცია ბაკიხანოვის საქმის მიჩქმალვას ცდილობდა და მისი გარდაცვალების ამბავი ოჯახს ამ მიზეზით არ შეატყობინა. 

"დღეს კვლავ დამიბარეს პოლიციაში გამოკითხვაზე, სავარაუდოდ, გარდაცვალების შესახებ ექნებათ კითხვები. რა თქმა უნდა, ვითანამშრომლებ გამოძიებასთან და ყველა საჭირო ინფორმაციას მივაწვდი. სამწუხაროა, რომ არ ვყოფილიყავი, ოჯახი ვერ გაიგებდა შვილის გარდაცვალების ფაქტს, პოლიციამ მათ ეს არ შეატყობინა, ვფიქრობ, საქმის მიჩქმალვას ცდილობდნენ. რაც შეეხება ოჯახს, ჯერჯერობით ისევ ბუნდოვანია მათი ჩამოსვლის საკითხი ვიმედოვნებ, საელჩო იაქტიურებს და დაეხმარება ოჯახს ცხედრის გადასვენებაში",- ამბობს გარდაცვლილი ბლოგერის მეგობარი, ავთანდილ მამედოვი.

გამოძიება ამ დრომდე ამტკიცებდა, რომ ბაკიხანოვმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, თუმცა მისი გარდაცვალების საქმეში ბევრი საეჭვო დეტალია, რაც შესაძლოა მის მკვლელობაზე მიუთითებდეს.

"თვითმკვლელობას ნუ დავარქმევთ ამას წინასწარ, რადგან ეს გამოსაძიებელია და სანამ გამოძიება არ მივა შესაბამის დასკვნამდე, ჩვენ, მეგობრები, ახლობლები და მათ შორის, იურისტები კრიტიკულად ვუყურებთ ამ ფაქტს",- თქვა ადვოკატმა არტურ განიევმა. 

შეგახსენებთ, რომ თბილისში მყოფი აზერბაიჯანელი ბლოგერი. ჰუსეინ ბაკიხანოვი სასტუმრო "სტამბაში" გარდაცვლილი იპოვეს. 

აფგან მუხთარლის მტკიცებით, ის შენობიდან გადმოაგდეს. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ინფორმაციით, ემიგრანტს 12 ივლისს აზერბაინაჯელთა ჯგუფმა სცემა, რის შემდეგაც, ნაცემმა პოლიციას მიმართა და სამედიცინო შემოწმებას ითხოვდა.  

ჟურნალისტი ჰუსეინ ბაკიხანოვის ისტორიასაც ყვება. ის აზერბაიჯანის მთავრობის კრიტიკოსი იყო და 7 მაისის ბაქოში საპროტესტო აქციაზე დააკავეს. ბაკიხანოვი მაშინ პოლიციას წამებაში ადანაშაულებდა. გარდაცვლილი ბაკიხანოვი ოფიციალური თბილისისგან პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი